ხაშურში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოუგვარებელია — მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

19.04.26 20:56
ხაშურში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოუგვარებელია — მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხაშურის მოსახლეობა უკვე წლებია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს, თუმცა, მათი თქმით, მუნიციპალიტეტისგან რეაგირება არ ხდება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და გადაადგილება საფრთხის შემცველია — გზების დიდი ნაწილი დანგრეულია, მრავალმეტრიანი ორმოების გამო კი როგორც ავტომობილებით, ისე ქვეითად გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულებულია.

მოსახლეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი პერიოდულად გასცემს დაპირებებს, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში პროგრესი არ ჩანს. მათი თქმით, პრობლემები მხოლოდ გზებს არ ეხება — წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება წყლის, ბუნებრივი აირისა და ტრანსპორტის საკითხებიც.

ექსპერტების შეფასებით, გზების რეაბილიტაციის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტენდერებში პრობლემური კომპანიების მონაწილეობა იყოს. მაგალითად, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციით დაინტერესებულია კომპანია „ერ ტე დე მ“, რომელიც თბილისში წერეთლის გამზირის პროექტზე მუშაობდა, თუმცა ვადების დარღვევისა და პირობების შეუსრულებლობის გამო ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდა.

ამ ფონზე ჩნდება კითხვები, შეძლებს თუ არა კომპანია, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა, დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და პროექტის დროულად დასრულებას.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები