ამოღებულია 1 107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო - შსს-მ 2 პირი დააკავა

20.04.26 12:46
ამოღებულია 1 107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო - შსს-მ 2 პირი დააკავა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას1107  შეკვრა ნარკოტიკული საშუალება  ე.წ. ბიო ამოიღეს.

სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულების პირადი  და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული  დიდ ოდენობით - 1107  შეკვრა  ნარკოტიკულ საშუალება  ე.წ. ბიო.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და  პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,- წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები