ცოტა მაღლა უნდა დადგნენ ქართველი ეპისკოპოსები და არ მისცენ რუსეთს პატრიარქის არჩევნებში ჩარევის საშუალება - თეოლოგი
თეოლოგი, გოჩა ბარნოვი მიიჩნევს, რომ მცირედი პროცენტი მაინც არის იმის, რომ “ცოტა მაღლა დადგნენ ქართველი ეპისკოპოსები და არ მისცენ რუსეთს პატრიარქის არჩევნებში ჩარევის საშუალება“.
თეოლოგი პირადაპირ ამბობს, რომ დიდი ხანია ქვეყანა რუსეთის ხელით იმართება და პატრიარქობის კანდიდატიც დიდი ხნის წინ, 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელეს.
მისი თქმით, მოსაყდრე შიო რუსეთის კანდიდატია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ ახალი პატრიარქი გახდეს.
არ ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა იმართებოდეს ქართველების ხელით, ის იმართება რუსეთის ხელით და მათ გამორჩეული ჰყავთ უკვე თავისი კანდიდატი, 2017 წლის 23 ნოემბერს, დაასახელეს ის, რომელიც დაინიშნა მოსაყდრედ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის კანდიდატი, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ ახალი პატრიარქი გახდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მცირე პროცენტს, მაგრამ მაინც, ცოტა მაღლა დადგნენ ქართველი ეპისკოპოსები და არ მისცენ რუსეთს იმ დონეზე ჩარევის საშუალება, რადგან ეს არ არის საყოველთაო არჩევნები, ეს არის 39 ადამიანს შორის არჩევნები, რომელზედაც გავლენის მოხდენა, არცთუ ისე ადვილი უნდა იყოს, - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.
შეგახსნებეთ, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ხელისუფლებისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება“, - წერს ეპისკოპოსი.