ბერთან ექიმები არ შეუშვეს - ვინ არის პასუხისმგებელი?

20.04.26 20:27
ბერთან ექიმები არ შეუშვეს - ვინ არის პასუხისმგებელი?

ვის გულგრილობას შეეწირა ბერი ნიკოლოზის სიცოცხლე? - სასულიერი პირის მრევლი ადასტურებს, რომ მინიმუმ სამჯერ დაუძლურებულ ბერთან ექიმი მიიყვანეს, თუმცა მრევლის ნაწილმა ის ბინაში არ შეუშვა, ამბობდნენ, რომ ბერი ნიკოლოზი თავად მკურნალი იყო და სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდა. ის ვინც ბოლოს სასულიერო პირი ნახა ამბობს, რომ ბოლოს ის უკიდურესად დაუძლურებული იყო.

ვიდეომასალით, რომელიც მრევლის გადაღებულია დგინდება, რომ ექიმის ბერ ნიკოლოზთან შეშვების თემა ფიზიკურად დაპირისპირებამდე მიდოდა. ბოლოს ნარიმან ბაგრატიონისთვის მკურნალი სამეგრელოდან ჩამოიყვანეს, თუმცა ის მრევლის ნაწილმა გალანძღა და გააძევა.

დოკუმენტი ადასტურებს, რომ განსაცდელში მიტოვებული დაუძლურებული მოხუცის შესახებ პოლიციას 14 აპრილს ანუ ერთი კვირის წინ ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა აცნობა. რა მოიმოქმედა პოლიციამ უცნობია, ამ კითხვაზე შს სამინისტროში არ გვპასუხობენ. ფაქტია, რომ ვიდრე ცხედარს ნახავდნენ სამართლადამცველებისთვის განსაცდელში მიტოვებული მოხუცის შესახებ უკვე იყო ცნობილი.

​დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში