მეტროსადგურ ,,დიდუბეში" ადამიანი რელსებში ჩავარდა

12.11.21 19:44
მეტროსადგურ ,,დიდუბეში" ადამიანი რელსებში ჩავარდა

მეტროს პირველ ხაზზე მუშაობა პარალიზებულია, მატარებლები მხოლოდ საბურთალოს ხაზზე მუშაობენ.

ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ სადგურ ,,დიდუბეში" სავარაუდოდ, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი რელსებში ჩავარდა.

 მამაკაცი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.  ამ დროს სადგურში მატარებელი შედიოდა და მემანქანემ დამახურჭება მოასწრო. 

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში სავარაუდოდ თავად გადახტა. 

სამაშველო სამუშაოების გამო მეტროსადგური დროებით დაიკეტა.

30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

 

 

მსგავსი სიახლეები