ხაზარაძეს და ჯაფარიძის მიმართ არსებობს მხოლოდ პოლიტიკური სურვილი, რომ მორიგ ჯერზე ბრალდებულები იყვნენ - სამუშია
ბადრი ჯაფარიძის და არც მამუკა ხაზარაძის მიმართ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პოლიტიკური სურვილი და ნება, რომ ეს ადამიანები იყვნენ, მორიგ ჯერზე, ბრალდებულები, - ამის შესახებ ლევან სამუშიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პოლიტიკაში არიან, წელიწადი არ გავა, რომ ისინი პოლიტიკური დევნის ქვეშ არ იყვნენ.
არათუ მტკიცებულებები, არამედ, საერთოდ არაფერი არ არსებობს ამ სისხლის სამართლის საქმეში არც ბადრი ჯაფარიძის და არც მამუკა ხაზარაძის მიმართ. არსებობს მხოლოდ პოლიტიკური სურვილი და ნება, რომ ეს ადამიანები იყვნენ, მორიგ ჯერზე, ბრალდებულები. მე მინდა გავიხსენო, მათი პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან, წელი არ არსებობს, როცა ეს ადამიანები პოლიტიკური დევნის ქვეშ არ არიან, - განაცხდა ლევან სამუშიამ.