ნიკა მელია დუმილს არღვევს - განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმაც

27.04.26 20:20
ნიკა მელია დუმილს არღვევს - განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმაც

ნიკა მელია ბულდოზერული სტილით ანონსებს თავის დაცვას თუ მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია არ შეწყდება. მელია დღეს საბადრაგო სამსახურმა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან საქალაქო სასამართლოში მიიყვანა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა პროცესზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა სხდომაზე არცერთი სიტყვა  არ ათქმევინეს, ამიტომ ბოლო პერიოდში განვითარებულ დაპირისპირებას წერილით უპასუხა.

ისტორიული პასუხიმგებლობის გააზრების ფონზე მელიას მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ადეკვატური უნდა იყოს. საზოგადოების გაერთიანება, ხალხთან დაბრუნება და შიდა დაპირისპირების დასრულება - ასე ხედავს ნიკა მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას. ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის მოსაზრებით, ივანიშვილის გუნდის დამარცხება ძველი აზროვნებითა და შაბლონური მიდგომებით შეუძლებელია.

ხალხთან მჭიდრო კომუნიკაციის საჭიროებას ხედავს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვისას, ოპოზიციას კოორდინაციისკენ მოუწოდა. თუმცა ვერ დამალა წყენა მისი კრიტიკოსების მიმართ. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაია რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები