ღია შეთავაზება ნარკობიზნესში დასასაქმებლად - რა აჩვენა "პირველების" ექსპერიმენტმა

27.04.26 20:31
ღია შეთავაზება ნარკობიზნესში დასასაქმებლად - რა აჩვენა "პირველების" ექსპერიმენტმა

"პირველების" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით ირკვევა, რომ ნარკორეალიზატორები უპრეცედენტო სქემაზე გადავიდნენ. ნარკორეალიზატორები მკვლელი ნარკოტიკის დამტარებლებს უკვე ისტორიულ ნაგებობებზე დატანილი სტენსილების მეშვეობით ეძებენ - დგინდება, რომ ვებ-გვერდზე სადაც მომაკვდინებელ ნივთიერებას ყიდიან და კურიერებს დიდი ფულის სანაცვლოდ ეძებენ რეგისტრაცია ყველასთვის მარტივია - მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც

ქალაქის ძველი უბნები სავსეა სტენსილებით, რომელზეც დასკანერების შემთხვევაში ნარკოტიკის ყიდვა ყველასთვის შესაძლებელია - რას აკეთებს ამ დროს ქალაქის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო?! ადგილობრივებმა სტენსილების წაშლის მოთხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, უწყებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რას შეიცავდა სტენსილის შინაარსი.

მერია ქუჩა-ქუჩა დასდევს და შლის იმ წარწერებს, რომელიც "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო შინაარსს ატარებს. ახალგაზრდებს პოლიცია აჯარიმებს ეროვნული გმირების სტენსილების გაკეთების გამო, მაგრამ ნარკოტიკების რეკლამა არავის წაუშლია. 

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში