ხმაურიანის საქმეების პროკურორის მამა "TV პირველს" ჩივილით ემუქრება

27.04.26 20:55
ხმაურიანის საქმეების პროკურორის მამა "TV პირველს" ჩივილით ემუქრება

~ბიზნესმენი ბეჟან ბეჟუაშვილი "TV პირველს" ჩივილით ემუქრება. ხმაურიანი საქმეების პროკურორის მამა ამტკიცებს, რომ "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ღირსება და პატივი შეულახეს. საქმე ეხება რეპორტაჟს, რომელიც "TV პირველის" ეთერში ორი დღის წინ გავიდა. "შაბათის ეთერს", უფლებადამცველებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეჟუაშვილს ყოფილი ბიზნესპარტნიორები დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან. არსებობს დოკუმენტები, არსებობს საჩივრებიც საგამოძიებო უწყებაში და არსებობენ სავარაუდო დაზარალებულებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პროკურორის მამამ მათ მოტყუებით წაართვა ბიზნესიც, ფულიც და უძრავი ქონებაც, მაგრამ ამ საქმეს წლები არ იძიებენ.

 ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ამ ინტერვიუში,  ბიზნესმენი ბეჟუაშვილი არ უარყოფს, რომ მას მომჩივნები ნამდვილად ჰყავს. არც ის უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული არ არის, მაშინ რა გააშუქეს არასწორად გამომძიებელმა ჟურნალისტებმა? ბეჟუაშვილი ამტკიცებს, რომ რეპორტაჟის მთავარი მიზანი მისი შვილის "გაშავებაა", პროკურორის, რომელიც ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების მთავარი ბრალმდებელია.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები