"სინოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერს, ქვეყანას აჩვენოს როგორ შეიძლება ჩატარდეს წესიერად არჩევნები" - არმაზ ახვლედიანი

27.04.26 22:53
"სინოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერს, ქვეყანას აჩვენოს როგორ შეიძლება ჩატარდეს წესიერად არჩევნები" - არმაზ ახვლედიანი

"სინოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერს, ქვეყანას აჩვენოს როგორ შეიძლება ჩატარდეს წესიერად არჩევნები" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა და ხვალ, 28 აპრილს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნებისთვის "წარმოუდგენლად დემოკრატიულია". 

ახლა ჩენ ვდგავართ წარმოუდგენელი მომენტუმის წინაშე, როდესაც მართალია ეკლესია გამოირჩევს სინოდის პირით და ხელით პირველიერარქს, მაგრამ სინამდვილეში, არ დაგვავიწყდეს, რომ მოქმედება ხდება 2026 წლის საქართველოში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარი უნდა გამოირჩეს. 2026 წელია და მე ვფიქრობ, რომ სინოდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერს, ქვეყანას აჩვენოს როგორ შეიძლება ჩატარდეს წესიერად არჩევნები. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დემონსტრირება. 

ბევრს შეიძლება მოეჩვენოს უცნაურად ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ თავის თავში პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია ამ არჩევნებისთვის, არის წარმოუდგენლად დემოკრატიული," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

ცნობისთვის, ხვალ, 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები