რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დაარტყეს
რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე მიიტანეს იერიში - მედიის ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი, რომლებმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 123 დრონი გაუშვეს, მათგან თავდაცვის ძალებმა 95 დრონი გაანადგურა.