წმინდა სინოდი დღეს 3 საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს
საქართველო წმინდა სინოდის სხდომის მოლოდინშია - დღეს 39 მღვდელმთავარი სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო სამი კანდიდატი, რომელსაც დღეს სინოდი დაასახელებს, იქნებიან - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, თუმცა, შესაძლოა სინდოის სხდომაზე ყველაფერი შეიცვალოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.