საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო (ფოტოები)
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე წერს და სხდომიდან ფოტოებსაც აქვეყნებს.
დეკანოზის თქმით, სხდომის დაწყებამდე სინოდის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II - ის პანაშვიდი იმსახურეს.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.