სასამართლო “ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის,რიმა ოთარაშვილის საქმეზე არსებით განხილვას იწყებს
თბილისის საქალაქო სასამართლო “ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის საქმეზე არსებით განხილვას იწყებს. რიმა ოთარაშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა,რომ მარნეულის მერიის თანამშრომელი მოქალაქეს 60 ათასი დოლარის სანაცვლოდ მიწების გადაფორმებას ჰპირდებოდა. ხელზე ოთარაშვილმა 5 ათასის აღება მოასწრო, მაგრამ ისიც მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც სუს-მა ხელბორკილები დაადო.
თაღლითობაში ბრალდებული ჩინოვნიკი დღეს ჟურნალისტებს ხან პირბადით, ხან კი სათვალის საშუალებით ემალებოდა. მან ჟურნალისტების არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.
ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ ოთარაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ბრალად წარდგენილ ქმედებაში, რაც არის თაღლითობის მცდელობა. კერძოდ, ის ცდილობდა, სხვა პირთან ერთად, რომელიც ასევე ბრალდებულია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რაც იყო 60 ათასი ამერიკული დოლარი, ვითომდა დაერეგიტრირებიან კონკრეტული პირისთვის გარკვეული მიწები. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება ითვალსიწინებს როგორც თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმასაც, ბრალდების მხარემ მის მიმართ იშუამდგომლა გირაო, რაც სრულად დაკმაყოფილდა, - განაცხადა ბრალდების მხარემ.
საქმე საქალაქო სასამრთლოს არსებით განასახილველად გადაეცა. შემდეგ პროცესზე პროკურატურა საკუთარი მტკციებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
- ცნობისთვის, სუს-ში თქვეს, რომ სწორედ ოთარაშვილი იყო ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც მოქალაქეეს დიდი ფულის სანაცვლოდ პირდებოდა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას.
- სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი. სუს-მა ოთარაშვილი იმ დროს დააკავა, როდესაც ქრთამის ნაწილი 5000 დოლარი მიუტანეს გადაითვალა და აიღო.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ