იძებნება ხორცი 10 ლარად - აპლიკაციიდან დანახული პროდუქტის ფასები და რეალობა (რა აჩვენა "პირველების" ექსპერიმენტმა)
იძებნება ხორცი 10 ლარად - აპლიკაციიდან დანახული პროდუქტის ფასები და რეალობა, რომელსაც გაჭირვებული მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. დღეს "პირველები" სამგორის ბაზარში იმყოფებოდა, თუმცა ხორცი 10 ლარად ვერსად იპოვა.
მხოლოდ მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17 პროცენტით, ღორის კი თითქმის 10 პროცენტით გაძვირდა. ეს სტატისტიკა კი რადიკალურად განსხვავდება კობახიძის ტელეფონში არსებულ ციფრებთან. ოცნების პრემიერი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას ელოდება, მანამდე კი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ფასები ქვეყანაში სტაბილურია.
ხალხი კი ამბობს, რომ ფასების კომისიამ სინამდვილეში ფასების შესახებ არაფერი იცის, რადგან კაბინეტის იქით არ იყურება. "გამოდით კაბინეტებიდან და ნახეთ ქუჩაში რა ხდება" - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძეს ის ხალხი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.
რა გაიფდა ხალხისთვის - ის ვინც პროდუქციას ბაზარში ყიდულობს ამბობს, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა ხორციც და სხვა პროდუქტებიც უფრო ძვირია, ვიდრე ამას მთავრობა ამბობს.