საწვავი კიდევ გაძვირდა
საწვავის ფასი რეკორდს ხსნის - დიზელის შესაძენად ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში 4 ლარსა და 20 თეთრზე მეტი დაგჭირდებათ. ყველაზე მეტად დიზელი გაძვირდა, 4 ლარს გადააჭარბა სუპერის ტიპის ბენზინის ფასმა. მხოლოდ ბოლო 2 თვეში, ირანში ომის დაწყების შემდეგ, ფასები 30 თეთრიდან 1 ლარამდეა მომატებული - არადა საწვავი ის პროდუქტია, რომლის გაძვირებაც გვიძვირებს სხვა ყველაფერსაც. ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას იხსნის და ომის დასასრულს ელოდება.
დიზელისა და ბენზინის ფასები რეკორდულად ძვირდება მაშინ, როცა "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ფასების კომისია მუშაობას ასრულებს და ხალხი შედეგს ელოდება. ხვალ პარლამენტში საწვავის შემომტან კომპანიებს მოუსმენენ. კობახიძის მსგავსად იხსნიან პაუსხისმგებლობას დეპუტატებიც. თუ 4 თვის წინ ხალხს ფასების შემცირებას ჰპირდებოდნენ, დღეს ამბობენ, რომ მათი მიზანი ფასების წარმოქმნის შესწავლა იყო.
საწვავზე ფასების მატება მოსახლეობას მძიმედ აწვება, რადგან ჯაჭვურ ეფექტს იწვევს და პირველადი საჭიროების პროდუქტებსა და სურსათსაც აძვირებს. ომი ირანში ისეთივე ეფექტს ატყობს საწვავის ფასს საქართველოში, როგორც ევროპაში. 2 თვეში საწვავის იმპორტზე დახარჯული თანხები 27 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა. ეკონომისტები დიდი ხანია ოცნებას საწვავზე აქციზის დროებით შემცირებას სთავაზობენ.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.