"ჩაჯდეს სარჯველაძე 3 დღე ეტლში, რომ მიხვდეს რას გავდივართ" - დიუშენით დაავადებული მოზარდის მშობელი

29.04.26 20:24
"ჩაჯდეს სარჯველაძე 3 დღე ეტლში, რომ მიხვდეს რას გავდივართ" - დიუშენით დაავადებული მოზარდის მშობელი

 

 

კანცელარიასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. ისინი სახელმწიფოს შვილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტს სთხოვენ. 

აქციაში მონაწილე მშობლები ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ გამოსვლასაც გამოეხმაურნენ. "ჩაჯდეს სარჯველაძე 3 დღე ეტლში, რომ მიხვდეს რას გავდივართ" - ამბობენ მშობლები. 

გამოვიდა სარჯველაძე და თქვა, რომ მშობლებს აქვთ ტყუილი მოლოდინი ​და ეს პრეპარატი მხოლოდ 3 წლით გადაავადებს ეტლში ჩაჯდომას. მე მინდა, რომ 3 დღე ჩაჯდეს ეტლში ამოუსვლელად და შეადაროს ის სამი წელი და სამი დღე, როგორი იქნება მოლოდინი ეტლში ჩაჯდომისას. თვითონ ჩაჯდეს 3 დღე ეტლში, რომ მიხვდეს რას გავდივართ და რამდენს ნიშნავს ეგ სამი წელი ჩვენთვის.

რატომ არ შეგვიყვანეს პარლამენტში ერთი მშობელი მაინც, რომ ჩვენი აზრიც გაეგოთ და ჩვენგანაც მოესმინა ხალხს და საზოგადოებას," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული. პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატებს მასთან კითხვები დიუშენის დაავადეის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით ჰქონდათ.