ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" გვეუბნებიან, ცეცხლი სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე ფიქსირდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცედურები.
ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
განახლება 21:33 საათი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, შედეგად არავინ დაშავებულა.