ხობში, მდინარე ცივში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

30.04.26 13:06
ხობში, მდინარე ცივში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

 ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია. მათივე თქმით, მეზობლები და ახლობლები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები