ძლიერი ხანძარი რუსთავში

30.04.26 17:25
ძლიერი ხანძარი რუსთავში

ხანძარი იყო რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში - "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, ხანძარი თავდაპირველად კორპუსის მიმდებარედ, ეზოში შენახულ საწვავის კონტეინერს გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი გავრცელდა და პირველ სართულზე 2 ბინაში შეაღწია. ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, მეორე კი ნაწილობრივ.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.