უწყვეტი პროტესტის მე-10 დღე - მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პუფების შეტანა შეძლეს
უწყვეტი პროტეტსი მე-10 დღე - მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პუფების შეტანა შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევით, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაატოვებინებენ თუ არა ღამე პუფებს იმ ხალხისთვის, ვინც საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის “ქართული ოცნებისგან“ წამალს ითხოვენ.
მშობლები, რომლებიც ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ, საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდიან.
მე-11 დღეა მშობლები რთულ სიტუაციაში ვართ, სიცივეში, ქარში, ამ ცივ სკამებზე ვიყავით დღე და ღამე. შემდეგი ეტაპი იმ პრეპარატების შემოტანა იქნება, რომლებიც აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე, ჩვენ მშობლები,გაჩერებას არ ვაპირებთ, - ამბობს ერთი-ერთი მათგანი.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ “პუფებით ბრძოლა“ მოიგეს, ახლა კი დარჩენიათ მხოლოდ ის, რომ გააგრძელონ ბრძოლა იქამდე, ვიდრე მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტს არ მიიღებენ.