სეს-მა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ გამოავლინა

01.05.26 12:20
სეს-მა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“  (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს.  

როგორც სეს-ი იუწყება, სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.