საქართველოს 3 დიდ ქალაქში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
საქართველოს სამ დიდ ქალაქში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დასაქმებული მოქალაქეები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ტაქსის მძღოლებმა ქუჩაში გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დამსაქმებელმა კომპანიებმა ტარიფის შეცვალზე უარი განაცხადეს.
პროტესტის მონაწილეეები ამბობენ, რომ ყოველდღიურად მაღალი საკომისიოს გადახდა უწევთ, ამ დროს კი მათი შეფასებით მომსახურების ტარიფი დაბალია, რაც გაძვირებული საწვავის პირობებში დამატებითი ტვირთია.
დასაქმებულები კომპანიებსგან (Bolt, Maxim Taxi, Yandex) საკითხების მოლაპარაკებების გზის მოგვარებას მოითხოვენ.
დღევანდელი დღის შეკრების მიზეზი არის ტაქსის მძღოლების პროტესტი იმ მაღალ საკომისიოებთან, დაბალ ტარიფებთან დაკავშირებით და ამ უაზრო ბლოკებთან დაკავშირებით. ახსნა- განმარტებასაც არ გვაძლევენ დაბლოკვასთან დაკავშირებით. საწვავის ფაები ჰაერში წავიდა და აქედან გამომდინარე არც აღარავის არაფერი არ გვრჩება. ჩვენ ვითხოვთ თითოეული კომპანიის, "იანდექსის", "მაქსიმის" "ვოლტის" წარმომადგენლობა დაჯდეს ჩვენთან ერთად, ჩვენგანაც იქნება სამუშაო ჯგუფი, დავილაპარაკებთ, ჩვენს პრობლემებს ვეტყვით და მაგის მიხედვით შევჯერდებით ერთ საერთო აზრზე. დღევანდელი გამოსვლით ვიწყებთ და სანამ შედეგი არ დაიდება, მანამდე არ ვაპირებთ არცერთი გაჩერებას", - ამბობს ტაქსის მძღოლი.
პროფკავშირი „ლაბორი“ ტაქსის მძღოლების მოთხოვნების ჩამონათვალს ავრცელებს.
- 1. საკომისიოს შემცირება 10%-მდე;
- 2. დაწესდეს მინიმალური ტარიფი 2 ლარი კილომეტრზე;
- 3. უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 4. მგზავრობის ტარიფში დაანგარიშდეს საცობში გატარებული დრო;
- 5. დაკორექტირდეს ჩამოსმისა და აყვანის ადგილები ისე, რომ მძღოლებს პრობლემები არ შეექმნათ პოლიციასთან და კამერებთან დაკავშირებით;
- 6. გაიხსნას ოფისები დიდ ქალაქებში, რათა მძღოლებმა შეძლონ პრობლემების პასუხისმგებელ პირებთან მოგვარება;
- 7. ლოდინის ღილაკი დაუბრუნდეს პირვანდელ ვერსიას. ხშირად მგზავრი არ ადასტურებს ლოდინს, რაც აკლდება შემოსავალს;
- 8. აქტივობის დაბალი ქულის გამო არ დაიბლოკოს აპლიკაცია;
- 9. თბილისში კომპანიამ იკისროს უეცენზიოდ დარეგისტრირებული მძღოლების ჯარიმების გადახდა;
- 10 თანამშრომლის გაშვება/დაბლოკვა შეიძლებოდეს მარტო შრომის კოდექსში გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად;
- 11. Bake და რთულადმისასვლელი ზონების გათვალისწინება;
- 12. ღამის ტარიფის დამატება;
- 13. კილომეტრაჟის ხარვეზის გამოსწორება;
- 14. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება დასაქმებულთა წარმომადგენლებთან.