დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირების გამო გადავიყვანეთ - პენიტენციური

14.11.21 14:24
დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირების გამო გადავიყვანეთ - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოდან კლინიკა "ვივამედში" კორონავირუსის გამო გადაიყვანეს. უწყების განცხადებით, დეკანოზს 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. მამალაძეს  ვირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა.

მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები,ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები