თბილისში, ტაქსის მძღოლების პროტესტს კურიერებიც შეუერთდნენ
ტაქსის მძღოლების შემდეგ თბილისში "ვოლტის" და "გლოვოს" კურიერებიც გაიფიცნენ. დედაქალაქში დაწყებულ პროტესტს, ცოტა ხნის წინ წინასწარ შეკრებილი კურიერების კოლონა შეუერთდა. ხალხი ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვს.
კურიერები ამბობენ, რომ კომპანია "ვოლტმა", რომელიც თბილისში ერთ-ერთი პროვაიდერია, პირობებს უნდა გადახედოს და დასაქმებულ მძღოლებს ღირსეული ანაზღაურება მისცეს.
დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერად მუშაობა აეკრძალათ, თუმცა პროტესტის მონაწილეებს აქვთ ეჭვი, რომ მაღ შესაძლოა სხვისი სახელით ირაურონ გლოვოს და ვოლტის ანგარიშები და აკრძლავას გვერდი ასეთი ხერხით აუარონ.
ძალიან შეგვიმცირეს ანაზრაურება, არადა მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ყოველდღირუად ყველაფერი ძვირდება. 3-4 ლარს გიწერს ანაზღაურებას, ორ შეკვეთას რომ მოგაბამს გიწერს 5 ლარს. და ამ ფასში კვების ობიექტს ცალკე უნდა ელოდო, მომხმარებელს ცალკე უნდა ელოდო. ჩვენთვის ამ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია. უცხოელებს რაც შეეხება, საბურთალოსა და გარეუბნებში შეგვხდნენ. ასე თუ ისე მუშაობენ და ინფორმაცია მომივიდა, რომ კომპანია აპირებს უცხოელებსი დასაქმებას", - ამბობს კურიერი.