"ქალაქში მოუწესრიგებელია პარკირების სისტემა, ჯარიმები კი შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას" - ტაქსის მძღოლების პროტესტი

01.05.26 15:21
"ქალაქში მოუწესრიგებელია პარკირების სისტემა, ჯარიმები კი შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას" - ტაქსის მძღოლების პროტესტი

გაფიცული ტაქსის მძღოლები სახელმწიფოსგან ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ - დღეს ქუჩაში გამოსული მძღოლები ამბობენ, რომ არაჯანსაღ სამუშაო პირობებს, ემატება უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმები, რომელიც შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას.

მძღოლები ასევე საუბრობენ დედაქალაქში მოუწესრიგებელ პარკინგზე და ამბობენ, რომ ჯარიმებსი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მერიის მიერ ამ დრომდე გაუმართავი საპარკინგე სისტემაა. 

ჩვენი შეკრების მიზანი და მიზეზი არის პროტესტი, სამუშაო გარემო, გაუსაძლისი მდგომარეობა, ძალიან დაბალი ტარიფები, მაღალი ტარიფები და საკომისიოები და გაძირებული ავტოსერვისი მოგეხსენებათ. ამას ემატება ჯარიმები, რაც იწვევს, თითქმის შეუძლებელ სამუშაო გარემოებას. ჯარიმები როგორც მოგეხსენებათ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ჯარიმები, რაც ჩვენთვის შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას. ეს გამოიხატება მაშინ, როცა მგზავრს ელოდები, არასწორი პარკირების დროს არ ითვალისწინებენ, რომ პარკირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ქალაქში არ არსებობს ნორმალურად მოწესრიგებული პარკირების სისტემა. ჩვენ მოვითხოვთ რომ იყოს გარკვეული შეღავათები იმათთვის, ვინც  ძალიან დიდ დროს ატარებს გზაზე. იღლება ადამიანი და ჩენ გვჭირდება, რომ გაგებით მოეკიდოს ყველა და თუ გაგებით მოეკიდება, ვინც უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, დამიჯერეთ, გაგებით მოეკიდებიან სხვა სფეროსაც", - აცხადებს ტაქსის მძღოლი.  

ტაქსის მძღოლები მოითხოვენ:

  • 1. საკომისიოს შემცირება 10%-მდე;
  • 2. დაწესდეს მინიმალური ტარიფი 2 ლარი კილომეტრზე;
  • 3. უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 4. მგზავრობის ტარიფში დაანგარიშდეს საცობში გატარებული დრო;
  • 5. დაკორექტირდეს ჩამოსმისა და აყვანის ადგილები ისე, რომ მძღოლებს პრობლემები არ შეექმნათ პოლიციასთან და კამერებთან დაკავშირებით;
  • 6. გაიხსნას ოფისები დიდ ქალაქებში, რათა მძღოლებმა შეძლონ პრობლემების პასუხისმგებელ პირებთან მოგვარება;
  • 7. ლოდინის ღილაკი დაუბრუნდეს პირვანდელ ვერსიას. ხშირად მგზავრი არ ადასტურებს ლოდინს, რაც აკლდება შემოსავალს;
  • 8. აქტივობის დაბალი ქულის გამო არ დაიბლოკოს აპლიკაცია;
  • 9. თბილისში კომპანიამ იკისროს უეცენზიოდ დარეგისტრირებული მძღოლების ჯარიმების გადახდა;
  • 10 თანამშრომლის გაშვება/დაბლოკვა შეიძლებოდეს მარტო შრომის კოდექსში გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად;
  • 11. Bake და რთულადმისასვლელი ზონების გათვალისწინება;
  • 12. ღამის ტარიფის დამატება;
  • 13. კილომეტრაჟის ხარვეზის გამოსწორება;
  • 14. კოლექტიური შეთანხმების გაფორმება დასაქმებულთა წარმომადგენლებთან.

 

მსგავსი სიახლეები