სიგარეტზე აქციზის გადასახადი შეიცვალა - ვის სასარგებლოდ განხორციელდა ცვლილება
საქართველოში სიგარეტზე აქციზის გადასახადი შეიცვალა — უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე აქციზი 85 თეთრით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტზე 60 თეთრით შემცირდა. საკითხი შეისწავლა „სტუდია მონიტორმა“, რომელმაც ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებსა და შესაძლო ბენეფიციარებზე გაამახვილა.
ივანიშვილის გუნდის დეპუტატები, რომელთა ინიციატივითაც ცვლილებები მიიღეს, აცხადებენ, რომ კანონპროექტს კონკრეტულ ბიზნესთან კავშირი არ აქვს.
ანგარიშგებების მიხედვით, საქართველოში სიგარეტის მსხვილი მწარმოებელი კომპანია „თბილისის თამბაქო“ არის, რომლის წილებიც ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის წევრებს უკავშირდება. ცვლილებების შემდეგ ჩნდება კითხვა — შეამცირა თუ არა სახელმწიფომ საგადასახადო ტვირთი ადგილობრივი წარმოებისთვის და რა გავლენა ექნება ამას ბიუჯეტზე.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტმა შესაძლოა ნაკლები შემოსავალი მიიღოს ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან, ხოლო ბაზარზე პოზიციები გაუმყარდეს ადგილობრივ მწარმოებელს. ფინანსური მონაცემების მიხედვით, „თბილისის თამბაქოს“ 2022–2024 წლებში 46 მილიონ ლარამდე წმინდა მოგება აქვს დაფიქსირებული.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.