მეც გამომიშვეს თეატრიდან - ნათია გუბენკო
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან მსახიობები გაუშვეს - მათ შორის არის ნათია გუბენკო.
როგროც დასის აწ უკვე ყოფილი წევრი "პირველებს" უყვება, ხელშეკრულების ვადა 30 აპრილს გაუვიდა.
მეც მოვხდი რეპრესიებში - ამბობს მსახიობი.
მეც გამივიდა კი ვადა, მოკლევადიანი ხელშეკრულება დამიდეს და 30-ში გავიდა ვადა. მეც გამომიშვეს თეატრიდან. კი ბატონო მეც მოვხდი რეპრესიებში", - ამბობს გუბენკო.
როგორც მსახიობები "პირველებს" ეუბნებიან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან დასის 9 წევრი გაუშეს, მათ შორის არიან ეკა ნიჟარაძე. ნათია გუბენკო, მაია კაციტაძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში და ზაზა იაქაშვილი.