Facebook პოსტის გამო, სასამართლომ რუსკა მჭედლიძე 1 500 ლარით დააჯარიმა

05.05.26 17:35
Facebook პოსტის გამო, სასამართლომ რუსკა მჭედლიძე 1 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ Facebook პოსტის გამო რუსკა მჭედლიძე 1 500 ლარით დააჯარიმა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, რუსკა მჭედლიძეს  "ოცნების" მხარდამჭერმა ნინო  ჯღარკავამ უჩივლა. საქმე Facebook-ზე გაკეთებულ კომენტარს ეხება.  

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ რუსკა მჭედლიძის კომენტარი წვრილმანი ხულიგნობა იყო და ჯარიმას ითხოვდა, სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად გაიზიარა. 

რუსკა მჭედლიძის თქმით, ის ნინო ჯღარკავას  Facebook-ზე დაწერილი ყველა უხამსი სიტყვის გამო უჩივლებს. 

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად მცნო Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო, სადაც სიტყვა "ნაშა" მეწერა და ეს არის უპრეცედენტო ამბავი, რომ ამ სიტყვის გამო ოდესმე ვინმე დასჯილა საქართველოში. მაგრამ ნინო ჯღარკავას რაც შევპირდი, ძალაშია. ყველა Facebook-ზე დაწერილი უხამსი სიტყვის გამო ყველა დღე ვპირდები, რომ თითო საჩივარს დავუწერ და დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს ციხეში," - ამბობს რუსკა მჭედლიძე.  

მსგავსი სიახლეები