შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსი დაკარგა - ილია მეორის მდივან-რეფერანტი პოსტიდან მოხსნეს
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსი დაკარგა - როგორც გამომძიებელ ჟურნალისთტა ოფისმა გაარკვია, ეკლესიაში დიდი გადალაგება თეთრუაშვილის პოსტიდან მოხსნით დაიწყო.
ილია მეორის უცვლელი მდივან-რეფერანტი მმართველ რგოლს ჩამოაშორეს - თეთრუაშვილის ადგილას შიო მესამემ სულ სხვა კადრი დანიშნა.
შორენა თეთრუაშვილს ახლა მხოლოდ გარდაცვლილი პატრიარქის საარქივო მასალების მოვლა-პატრონობა დააბარეს.
შორენა თეთრუაშვილის ადგილი ქეთევან გაბუნიამ დაიკავა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის ქაშუეთის წინამძღვრის, მამა მიქაელ ფოფხაძის მეუღლეა. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ მალე საკადრო ცვლილებები საპატრიარქოს ყველა განყოფილებას შეეხება.
ცნობისთვის, სუს-ის მასალები შიო მუჯირისა და შორენა თეთრუაშვილის დაპირისპირების არაერთ საინტერესო ეპიზოდს ინახავს.