"ხარება", მთავარი მწამებელი უნდა იყოს დასჯილი, თუ არადა ეს ყველაფერი არის ფარსი - ხაბეიშვილის ადვოკატი დაკავებულებზე

07.05.26 18:35
"ხარება", მთავარი მწამებელი უნდა იყოს დასჯილი, თუ არადა ეს ყველაფერი არის ფარსი - ხაბეიშვილის ადვოკატი დაკავებულებზე

"ხარება", მთავარი მწამებელი უნდა იყოს დასჯილი, თუ არადა ეს ყველაფერი არის ფარსი - ასე ეხმაურება ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რის ფარგლებშიდაც ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.

უფლებადამცველი გიორგი გავარაკიძის უწყებას მოუწოდებს, დასაჯოს არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შემკვეთები.

არ არსებობს შემსრულებელი დამკვეთის გარეშე. ეს ორი ჭანჭიკის დაჭერა არაფერს არ გვაძლევს ლევან ხაბეიშვილის საქმეში, რადგან ლევან ხაბეიშვილი აწამა ათეულობით ადამიანმა. ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა სავარაუდო 9 მწამებელი. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ხარება, მთავარი მწამებელი უნდა იყოს დასჯილი, თუ არადა ეს ყველაფერი არის ფარსი და ეს არ გვაძლევს არაფერს. აქედან გამომდინარე,  მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, დასაჯეთ უშუალოდ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შემკვეთები", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. 

ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.