დაპირისპირება პატიმრების ოჯახის წევრებთან - აჭარაში ჩასულ მშობლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
დაპირისპირება პატიმრების ოჯახის წევრებთან - აჭარაში ჩასულ მშობლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტში ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ ადგილზე მყოფი ჟურნალისტების მიმართაც.
თუმცა, თავად მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს და ტერიტორია ჩხუბით დატოვეს.
შვილების ციხიდან გამოსახსნელად მშობლებს საინფორმაციო კამპანია აქვთ დაწყებული. ისინი დღეს მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდნენ და მოქალაქეებს ესაუბრებიან.
ამ მოძრაობის მიზეზი არის ჩვენი სინდისის პატიმრების ხმა მივაწვდინოთ ხალხს, მათი წერილები გაზეთებით გავაცნოთ, 35-ე რეგიონში მოვდივართ ახლა, არ გავჩერებულვათ წელიწადნახევარია და ვერც გავჩერდებით, - განაცხადა გიორგი მინდაძის დედამ.
მივმართეთ საჯარო მოხელეებს, რომ საჯარო მოხელეობა არ ნიშნავს, რომ ემსახურო მხოლოდ ოცნებას, საჯარო მოხელეობა არის, რომ ემსახურო შენ ქვეყანას. ქვეყანა, რომელსაც შეუწყდა ევროპული გზით სვლა, ასე აღარ შეიძლება ეს იყოს. ამ ადამიანებმა უნდა გაითავლისწინონ, რომ უდნა ემსახურონ სინდისს, პატიოსნებას და მათ ქვეყანას, - თქვა გიორგი ჩიკვაიძის დედამ.