სასახლის ღობის საქმე - სასამართლომ ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
სასახლის ღობის საქმე - სასამართლომ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით პატიმრობა დასუწრებლად მიუსაჯა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
- პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ
- ირაკლი ჩხვირკვიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ