სასამართლომ ირაკლი ჩხვირკვიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

07.05.26 18:52
სასამართლომ ირაკლი ჩხვირკვიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასახლის ღობის საქმეზე განაჩენი ცნობილია - თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკვიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.

  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები