რაც ეპისკოპოსი ვარ, მინდა რომელიმე ეპისკოპოსი მლობირებდეს, მაგრამ ვერ მოვნახე ეგეთი ვერავინ - მეუფე ნიკოლოზი
რაც ეპისკოპოსი ვარ, მინდა რომელიმე ეპისკოპოსი მლობირებდეს, მაგრამ ვერ მოვნახე ეგეთი ვერავინ - ასე ეხმაურება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონის განცხადებას, რომელმაც საპატრიარქო კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.
მაღალი იერარქი ირწმუნება, რომ მსგავსი ჩარევის შესახებ არაფერი გაუგია. როგორც მღვდელმთავარი ამბობს, მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ გქონია.
ვთქვათ ეს ვანო ჩხარტიშვილი მივიდა და ვთქვათ ეს უთხრა. ვთქვათ აქ რომ მოვიდეს ვანო ჩხარტიშვილი, რა უნდა მითხრას? რომ დავუჭიროთ მეუფეს მხარი? კი ბატონო დავუჭიროთ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
რაც ეპისკოპოსი ვარ, მინდა რომელიმე ეპისკოპოსი მლობირებდეს, მაგრამ ვერ მოვნახე ეგეთი ვერავინ. დღემდე ესე ვარ, გაჭირვებული ეპარქიაა ჩვენი. რავიცი, მსგავსი არაფერი არ გამიგია. ჩემს მიმართ ეს ზეწოლა არ ყოფილა და ამიტომ ჩარევაზე ჩემი ვარაუდები გამოვთქვა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩარევა, ვინმემ მაინც რომ მითხრას, გაგცემთ პასუხს. ვთქვათ ეს ვანო ჩხარტიშვილი მივიდა და ვთქვათ ეს უთხრა. ვთქვათ აქ რომ მოვიდეს ვანო ჩხარტიშვილი, რა უნდა მითხრას? რომ დავუჭიროთ მეუფეს მხარი? კი ბატონო დავუჭიროთ.
თქვენ ნუ დაგავიწყდებათ, ვისთან გაქვთ საქმე, თქვენ სინჯეთ და მე შემაცვლევინეთ გადაწყვეტილება ან თქვენ, ან ბატონი ვანო, ან ვინც გინდათ ის მოიყვანეთ.
პატრიარქის სიცოცხლეში ეს აბსოლუტურად ბუნებრივად აღიქმებოდა. იმიტომ, რომ სინოდიდან სინოდამდე ეკლესიას დებულების მიხედვით მართავს პატრიარქი. მეორე - პატრიარქის მიმართ ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის ნდობა გქონდა. ამიტომ, არავითარი პროტესტის გრძნობა არ მქონია, თუ რამე არ მომეწონებოდა, მივიდოდი პატრიარქთან და ვეტყოდი. მქონდა ასეთი ურთიერთობა მასთან. მომისმენდა ხოლმე და რაღაცას შეცვლიდა მერე", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, სამშაბათს "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.
მეუფე ზენონის განცხადებები:
- მეუფე შიო საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის - მეუფე ზენონი
- მეუფე ზენონი: ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება
- საპატრიარქოში ჩამოყალიბდა უკანონო ჯგუფი და საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რაც კანონიკას არ მიუნიჭებია - მეუფე ზენონი
- ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა - მეუფე ზენონი
- სუს-ის ფაილების გამო, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო - მეუფე ზენონი
- მეუფე ისაია დაამცირეს, სინოდზეც ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა - მეუფე ზენონი