დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო - მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია - შაიშმელაშვილი
გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს“.
შაიშმელაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე მის ადვოკატს არ მიეცა უფლება, მისი სააბოლოო სიტყვა წაეკითხა, შესაბამისად ის, საკუთარ სიტყვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო - და მურუსიძის „ნოტარიუსმა“ სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია.
სამწუხაროდ, ჩემს ადვოკატსაც კი არ მისცეს უფლება, ჩემი საბოლოო სიტყვა წაეკითხა სასამართლოში.
ამიტომ, აქ გავაზიარებ.
P.S აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს, - წერს შაიშმელაშვილი.