ლილუაშვილის პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებებია
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს - სხდომა ისევ დახურულია. ლილუაშვილის ადვოკატის, რომერტ გრიგალაშვილის თქმით, დახურული პროცესები პროკურატურის ერთგვარი ხრიკია, რომ საზოგადოებას მხოლოდ მოკლე ინფორმაცია მიეწოდოს საქმის შესახებ.
უფლებადაცვმელი ამბობს, რომ საქმეში არის მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები.
ესე ირიბად რაღაცას შეიძლება ადასტურებდეს, მაგრამ ე ბატონი გრიგოლის ბრალდებასთან დაკავშირებით არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად - თქვა ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე.
დაწყებულია უკვე არსებითი განხილვა. პირველი ეტაპი არის შესავალი სიტყვები. თუმცა მანამდე მხარეებს, ჩვენ და პროკურატურას გვაქვს ახალი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომლის დასაშვებობის საკითხი განიხილება. შემდეგ იქნება შესავალი სიტყვები. სავარაუდოდ, მოწმეს, პროკურატურა არ მოიყვანს და მოწმეთა მოყვანა დაიწყება შემდეგი პროცესიდან. საქმეში წერილობითი მტკიცებულებებია, თუმცა ირიბად რაღაცას შეიძლება ადასტურებდეს, მაგრამ ეს ბატონი გრიგოლის ბრალდებასთან დაკავშირებით არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად. ბატონი გრიგოლის თანამდებობრივი მდგომარეობა მეტწილად არ ითვალისწინებდა ისეთ პასუხისმგებლობას ისეთ საკითხებზე, რომელი საკითხების ირგვლივაც არის წარმოდგენილი მტკიცებულებაზე. ერთი გარემოებაა, რომ საჯაროდ არ იხილება პროცესი. ეს ალბათ არის ბრალდების მხარის ხერხი იმისთვის, რომ მხოლდო და მხოლოდ მოკლე ტექსტური მესიჯებით მოაწოდოს პრესას ის გარემოებები, რომელიც თვალნათლივ, თუკი პრესა ამ პროცესს დაესწრებოდა და ეს პროცესები იქნებოდა ღია, ამას საზოგადოება თავისი ყურით მოისმენდა და გაიგებდა, რომ ნამდვილად ეს არის პირდაპირი მტკიცებულებები ბატონო გრიგოლის მიმართ", - განაცხადა სხდომსი დაწყებამდე ადვოკატმა.
რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს:
პირველი ეპიზოდი
- „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.
მეორე ეპიზოდი
- „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.
მესამე ეპიზოდი
- „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
- აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
- ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.
მეოთხე ეპიზოდი
- „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
- ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.