თამთა მიქელაძე: ძალოვანების დაკავების გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესიც ამოძრავებდა
იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ძალადობაში მხილებული ძალოვანების დაკავება ვერ პასუხობს იმ სისტემურ და მასშტაბურ ძალადობას, რომელიც, მისი შეფასებით, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ხდებოდა. მიქელაძის თქმით, მთავარი კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება და საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი, ვინ აგებს პასუხისმგებლობას დაუსჯელობის სისტემაზე.
ამ გამოძიებაზე პასუხი პროკურატურის გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება, რადგან ის ვერ პასუხობს ძალადობის იმ სისტემურ ბუნებას და მასშტაბურობას, რომელიც ჩვენ 2024 წელს გაზაფხულის და შემოდგომის აქციების დროს ვიხილეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, რომელიც უკავშირდება დაუსჯელობას. ჩვენ ბოლოს 28 აპრილს ვნახეთ საქმის მასალები, მათ შორის ზვიად მაისაშვილის. ეს აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება სწრაფად, მოულოდნეად იყო მიღებული და მას პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესიც ამოძრავებდა, - ამბობს თამთა მიქელაძე.
ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ცემის საქმეები პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.