კობახიძის თქმით, იქმნება საქართველოს დიპლომატიის აკადემია

08.05.26 14:42
კობახიძის თქმით, იქმნება საქართველოს დიპლომატიის აკადემია

საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

კობახიძის თქმით, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.

საქართველოს დიპლომატიის აკადემია დიპლომატიური სამსახურებისთვის მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებს. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას მაღალი სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფაში. ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით ფუნქციონირებს. ეს არის მაგალითად, საქართველოს თავდაცვის აკადემია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა.

ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემია თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას წარმატებით უზრუნველყოფს.

ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები