ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო - ხასაიას ადვოკატი საპროცესოს გაფორმებაზე

08.05.26 15:31
ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო - ხასაიას ადვოკატი საპროცესოს გაფორმებაზე

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელო გადაწყვეტილება იყო.

როგორც ომარ ფურცელაძე ამბობს,  გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის.

ამ შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა, რომ ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღდეგ - თქვა პროცესის დასრულებსი შემდეგ უფლებადამცველმა.

ეს ძალიან მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ამ საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო, ასევე სხვა პირიც, რომელიც ითხოვდა საპროცესო შეთანხმებას, რაც ბრალის აღიარებასა და გელაზე მითითებასა და დასახელებას ნიშნავდა. გარდა ამ პირისა, ამ საქმეზე მოწმედ გამოკითხული იყო ადამიანი, ამავე ბრალდებულის ოჯახის წევრი, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ის ადამიანი რაიმე განსხვავებულს იტყოდა და მისი ოჯახის წევრის ინტერესებს დააზიანებდა, არ არსებობდა.

შესაბამისად, ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით - 5 წელი თუ 4 თვე გაგვეტარებინა ციხეში.

ეს შეთანხმება არავის უჩუქებია, არც გელასთვის და არც ჩვენთვის. დაზარალებული გავანადგურეთ სასამართლო დარბაზში, ისევე როგორც მის მიერ მიცემული ჩვენება.

ამ შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა, რომ ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღდეგ, ხელს მოაწერდნენ საპროცესო შეთანხმებას, ამით კი გელას გარანტირებულად 5 წელი ელოდებოდა. შესაბამისად, გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა, ციხეში 5 წლის გატარებასა და 4 თვის გატარებას შორის“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - პირობების მიხედვით, ის ციხეში 1 წელს გაატარებს, 3 წელი კი პირობითი მსაჯვრის ქვეშ იქნება.  

მსგავსი სიახლეები