ლაგოდეხში პედაგოგი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
სისხლიანი ანგარიშსწორება ლაგოდეხში - სოფელ ვარდისუბანში პედაგოგი ქალი დაჭრეს. ინფორმაციას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილობრივი მედია მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლთან მისთვის უცნობმა პირმა დაიძახა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა და ორჯერ გაისროლა.
ქალი ითავდაპირველად ლაგოდეხის კლინიკაში, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ პედაგოგის შვილის გამო მივიდა, თუმცა შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცი სახლში არ იმყოფებოდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლო სამიზნე სწორედ ის იყო.
მიმდინარეობს გამოძიება.
გამოცემის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები მამაკაცი.