ევროპის დღე საქართველოში - ევროკავშირის ელჩი ხალხს ექსპო-ჯორჯიაში ელოდება
მთელი ევროპა და საქართველო დღეს ევროპის დღეს აღნიშნავს - ცხრა მაისი ევროპის კავშირის დაბადების დღედ ითვლება - ალიანსის, რომელიც ამყარებს კავშირებს, ქმნის შესაძლებლობას და არის მშვიდობის მთავარი გარანტი.
დილიდან ზეიმია თბილისშიც. მოქალაქეებს ევროკავშირის ელჩი ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონებში ელოდება, იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგონ მათ და აღმოაჩინონ ევროპა.
სწორედ ევროპის დღეს მიეძღვნება შაბათის მარში ამ საღამოს. ხალხი ქუჩებში ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყებს შეკრებას.
"ძალა ერთობაშია- ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემო ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეეები აპირებენ გაერთიანებას.