მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი - ლაშა პაპაშვილი

11.05.26 11:51
მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი - ლაშა პაპაშვილი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მისი მოლოდინი მეუფე შიოს უკავშირდება. ბიზნესმენის თქმით, ილია მეორის არჩევანი და გადაწყვეტილებები მისთვის „ეჭვშეუტანელია“ და სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ საპატრიარქო ტახტს მოსაყდრე დაიკავებს.

ვფიქრობ, რომ ჩვენი უწმინდესის არჩევანი, უწმინდესის გადაწყვეტილება არის ეჭვშეუტანელი და აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ყველამ, არათუ შემდგომა პატრიარქმა, ყველა ქართველმა უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს, - ამბობს პაპაშვილი. 

ამასთან, ლაშა პაპაშვილი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია, თითქოს კონკრეტული ბიზნესმენები რომელიმე სასულიერო პირს ლობირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.  

არ არის მართალი, რომ რამეს ლობირებდნენ ბიზნესმენები, - თქვა პაპაშვილმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები  რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.

მეუფე ზენონის განცხადებები: 

 

მსგავსი სიახლეები