მეუფე ზენონმა გაფართოებულ სხდომამდე ლექსი წაიკითხა, სადაც "ღალატზე" და რუსეთზეა საუბარი
ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსა, ზენონ იარაჯულმა, გაფართოებული კრების დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
სინოდის წევრს მედიამ ინგა გრიგოლიას რეაქციაში გაკეთებულ განცხადებებზე ჰკითხა, სადაც მაღალი იერარქი ეკლესიაში ჩარევებზე საუბრობდა, თუმცა ეპისკოპოსმა პასუხის გაცემა ლექსად იურვა. ლექსში ღალატზეა საუბარი, ნახსენებია რუსეთიც.
„არაფერი მაქვს სათქმელი, ახლა არსი არჩევნები და ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს პატრიარქს. ჩემი პოზიცია პოზიციაზე რჩება. მე შემიძლია გიპასუხოთ ერთი ლექსით:
იამბე ციხის ნაშალო,
რა დრო გაქვს გამავლილიო,
ან ვისგან ანაგები ხარ,
ან ვისგან ჩამოშლილიო.
ერთ სიტყვაი თქვა ციხემა,
ძალიან გასაკვირიო:
გამტეხა შიგნით ღალატმა,
ჯერაც ამაზე ვტირიო.
რად მაირიეთ იღბალი,
იმ რუსის ხელმწიფისანი,
მას სთხოვეთ,
მარიგეს ღმერთსა,
სისხლახვეწილი გმირთანი“.
ჟამთა უთვლელი მყინვარწვერის ფერდობზე აღმართულმა გერგეთის წმინდა სამებამ დაიფაროს საქართველო“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე ისაუბრა, თქვა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები რამდენიმე მღვდელმთავარს შეხვდნენ და მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვეს.
მეუფე ზენონის განცხადებები:
- მეუფე შიო საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის - მეუფე ზენონი
- მეუფე ზენონი: ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება
- საპატრიარქოში ჩამოყალიბდა უკანონო ჯგუფი და საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რაც კანონიკას არ მიუნიჭებია - მეუფე ზენონი
- ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა - მეუფე ზენონი
- სუს-ის ფაილების გამო, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო - მეუფე ზენონი
- მეუფე ისაია დაამცირეს, სინოდზეც ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა - მეუფე ზენონი