რა ხდება გაფართოებულ კრებაზე - ანდრია ჯაღმაიძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინდოის გაფართოებული კრების მიმდინარეობსი შესახებ ახალ ინფრომაციას ავრცელებს.
მამა ანდრიას თქმით, გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამივე კანდიდატს მოუსმინეს.
დეკანოზის განცხადებით, ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით მიმდინარეობს.
როგორც მამა ანდრია ამბობს, კანდიდატების მოსმენის შემდეგ სიტყვით 3 დელეგატი ისარგებლებს.
იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი, კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა იწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის შემდეგ დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. სინოდის ყველა წევრი ესწრება კრებას. არა - არავის მოუხსნია კანდიდატურა", - თქვა მამა ანდრიამ.
ჟურნალისტებმა დეკანოზს ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა დელეგატების არჩევა და როგორ მოხვდა მათ შორის მაკა ასათიანი, გოგა ხაინდრავა, სტუ-ს და თსუ-ს რექტორები და ლევან ვასაძე, რაზე პასუხადაც მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "მღდელმთავრებმა დელეგატები თვითონ შეარჩიეს".
სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას - დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.
სინოდის წევრები, ჯამში 39 მღვდელმთავარი მიიღებს უშუალო მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საპატრიარქო ტახტის სამივე კანდიდატი:
- საპატრიარქო ტახტის კანდიდატები დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ასევე სიტყვით საირგებლებენ დელეგატები. საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.