მეუფე შიოს ვგულშემატკივრობ - გურამ ფალავანდიშვილი

11.05.26 15:05
მეუფე შიოს ვგულშემატკივრობ - გურამ ფალავანდიშვილი

მეუფე შიოს საგულშემატკივროდ სამების საკათედრო ტაძარში პრორუსული, რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი მივიდა. 

ფალავანდიშვილმა მედიასთან ღიად თქვა, რომ მისი ფავორიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა.

ჟურნალისტებმა გურამ ფალავანდიშვილს ჰკითხეს, როგორ მოხვდა დელეგატებს შორის ლევან ვასაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე შიოს მეგობარია, რაზე პასუხადაც რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ ვასაძეს "ეკლესიისთვის ბევრი აქვს გაკეთებული".

  • ცნობისთვის დღეს გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი ესწრება.

ვგულიშემატკივრობ მეუფე შიოს. ბევრი ერთმანეთზე უკეთესი ეპისკოპოსი არსებობს სინოდში და პატრიარქმა გამოარჩია მეუფე შიო. ის ღირსეული პიროვნებაა და მას ვგულშემატკივრობ მე. დიდი ხანია ვიცნობ. ნარიყალაზე იყო წინამძღვარი, მაშინ ლაპარაკობდა ხალხი, რომ პატრიარქს უნდა თავის მოსაყდრედო. როგორც მრევლი ისე მოვედი ეზოში გასაჩერებლად. თუ ვიქნებოდი (დელეგატი) რატომ არ შევიდოდი, პატივია... ვასაძეს ეკლესიისთვის გაკეთებული ძალიან ბევრი აქვს. ის მარტო მეგობარი არ არის მეუფე შიოსი. ეგრე ბევრი მეგობარი ჰყავს მეუფე შიოს, მაგრამ მარტო ვასაძეა (დელეგატი) ვასაძეს ბევრი აქვს გაკეთებული ეკლესიითვის, ერისთვის და ალბათ მაგიტომ", - ამბობს ფალავანდიშვილი. 

სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას - დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.

სინოდის წევრები, ჯამში 39 მღვდელმთავარი მიიღებს უშუალო მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საპატრიარქო ტახტის სამივე კანდიდატი:

  • საპატრიარქო ტახტის კანდიდატები დღეს სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ასევე სიტყვით საირგებლებენ დელეგატები. საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი.

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.