ხმის მიცემა დასრულებულია - გაფართოებული კრებიდან ტელე-ტრანსლირება შეწყდა
სინოდის რიგით მე-14-ე გაფართოებულ კრებაზე ხმის მიცემა დასრულდა - 39-ვე მღვდელმთავარმა ფარულად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრიდან ტელე-ტრანსლირება შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობას - დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ.
ცნობისთვის, კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.