ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია (ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება - ამის შესახებ საქართველოს ახალმა პატრიარქმა შიო მესამე განაცხადა.
როგორც 142-ე კათალიკოსმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, ინტრონიზაცია სვეტიცხოველში შედგება.
მსახურება სვეტიცხოვლის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.