გამოჩნდა ღვთის ნება - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ახალი პატრიარქის არჩევაზე
გამოჩნდა ღვთის ნება - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას.
როგორც დეკანოზი ამბობს, ახალი პატრიარქის არჩევიდან ძალიან მნიშვნელოვანი "რაღაც" იწყება ყველას ცხოვრებაში.
ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის განგებულება, ღვთის ნება . ყველა ერთმანეთს ლოცავს სინოდში, ასე რომ იწყება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ელოდოს დიდ სიკეთეს.
(ინტრონიზაციაზე) ხვალ 10:00 საათზე დაიწყება მსახურება" - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
- ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.