გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ილია მეორემ დაიწყო - დეკანოზი შალვა კეკელია

11.05.26 17:06
გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ილია მეორემ დაიწყო - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზ შალვა კეკელიას სჯერა, რომ ახალი პატრიარქი, შიო მესამე იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ილია მეორემ დაიწყო.  როგორც სასულიერო პირმა გაფართოებული კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს". 

მთელ ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას. იცით, რომ ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგვიტოვა ეს ეკლესია, რაც დღეს არის. დღეს, როდესაც ვისხედით გაფართოებულ კრებაზე, ვფიქრობდით, პატრიარქს რა ეკლესია დახვდა და დღეს რამდენი ეკლესიაა, ტაძარი, მონასტერი... გვჯერა, ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელებს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო. ბედნიერები ვართ, ეკლესია არის მყარი და ერთიანი, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს. ყველა დატკბით ეკლესიის სიხარულით და ბედნიერებით“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.